კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 11 აგვისტო
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.
1. ზოგადი დებულებები
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია შპს Simio (ს/კ 454413750; იურიდიული მისამართი: ს.ახმეტელის ქუჩა 2ბ, თბილისი, საქართველო; ელფოსტა: support@simio.to).
Simio მობილურ აპლიკაციებს App Store-სა და Google Play-ზე აქვეყნებს ჩვენთან აფილირებული კომპანია Simio OÜ (ს/კ 16972090; იურიდიული მისამართი: Narva mnt 5, Kesklinna linnaosa, Tallinn, Harju maakond, ესტონეთი). Simio OÜ მხოლოდ ავრცელებს აპლიკაციებს და არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი; წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილ დამუშავებაზე პასუხისმგებელი რჩება ზემოაღნიშნული კომპანია, შპს Simio.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მინიმალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სერვისის გამართული ფუნქციონირებისა და მომსახურების გაწევისთვის:
- საიდენტიფიკაციო და ავტორიზაციის მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი და მეტსახელი (სურვილისამებრ). Apple-ით ავტორიზაციისას ელფოსტის დამალვის ფუნქციის (Hide My Email) გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ არ ვიღებთ თქვენს რეალურ მისამართს. ავტორიზაციის პროცესი სრულად დაცულია და ჩვენ თქვენს პაროლებზე წვდომა არ გვაქვს.
- ტრანზაქციისა და ბარათის მონაცემები: შეძენილი პროდუქტის ისტორია, თანხა, ვალუტა, გადახდის სტატუსი და ტრანზაქციის კოდი (რეფერენსი).
შენიშვნა ბარათებზე: ჩვენ არ გვაქვს წვდომა და არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებსა და უსაფრთხოების კოდს (CVV/CVC). გადახდები ხორციელდება სერტიფიცირებული საგადახდო პროვაიდერის (Tpay LLC / Flitt) უსაფრთხო სისტემით. ბარათის დამახსოვრებისას ინახება მხოლოდ დაშიფრული უსაფრთხოების ტოკენი და ბარათის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მინიმალური ციფრები.
- eSIM და ქსელური მონაცემები: eSIM-ის იდენტიფიკატორები (ICCID), გააქტიურებული ტარიფი, ათვისებული ინტერნეტის მოცულობა (GB) და სტატუსი (დაყენებულია თუ არა პროფილი და დაკავშირებულია თუ არა ქსელთან).
მნიშვნელოვანია: ჩვენ არ ვადევნებთ თვალყურს და არ ვინახავთ ინფორმაციას თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტების, გამოყენებული აპლიკაციების, გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსისა თუ თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის (გეოლოკაციის) შესახებ.
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, აპლიკაციის ვერსია და ტექნიკური შეცდომების ანგარიშები (Crash logs).
3. მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
- პლატფორმაზე ანგარიშის შესაქმნელად, მართვისა და ავტორიზაციისთვის;
- eSIM-ის გენერირების, მოწოდების, აქტივაციისა და ინტერნეტსერვისით უზრუნველყოფისთვის;
- გადახდების დამუშავების, ფინანსური აღრიცხვისა და თანხის დაბრუნების პროცესების მართვისთვის;
- დახარჯული ინტერნეტის ბალანსის საჩვენებლად და ლიმიტის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებისთვის;
- სერვისული შეტყობინებების გასაგზავნად (მაგალითად: შეკვეთის დადასტურება, ინსტრუქციები);
- მომხმარებელთა მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის;
- თაღლითობის პრევენციის, სისტემების უსაფრთხოებისა და საკანონმდებლო (საგადასახადო/ფულის გათეთრების აღკვეთის) ვალდებულებათა შესასრულებლად;
- მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად, მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში (თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ).
4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან
ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და არ ვიყენებთ მათ მესამე პირთა სარეკლამო მიზნებისთვის. მონაცემები გადაეცემა მხოლოდ იმ პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უშუალოდ სერვისის ფუნქციონირებას:
- eSIM Go Limited (გაერთიანებული სამეფო): საერთაშორისო eSIM პროვაიდერი. მონაცემები გადაეცემა იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პროფილის გენერაციისა და როუმინგული ინტერნეტკავშირის მისაწოდებლად.
- Tpay LLC / Flitt (საქართველო): ავტორიზებული საგადახდო პროვაიდერი (ლიცენზირებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, PCI DSS სერტიფიცირებული).
- სახელმწიფო ორგანოები: საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან სამართლებრივი დავისას კომპანიის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
5. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ვინაიდან eSIM სერვისი თავისი არსით საერთაშორისო პროდუქტია, თქვენი ინტერნეტტრაფიკი მუშავდება დანიშნულების ქვეყნის ადგილობრივი ოპერატორების მიერ. ჩვენი პარტნიორები განთავსებულნი არიან საქართველოში, გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის ეკონომიკურ ზონასა (EEA) და აშშ-ში. მონაცემთა გადაცემისას ვეყრდნობით მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებსა და სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს (SCC).
6. მონაცემთა შენახვის ვადები
- ანგარიშისა და პროფილის მონაცემები: ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში.
- ტრანზაქციები და ფინანსური ჩანაწერები: ინახება ანგარიშის დახურვის შემდეგაც, საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ვადით.
7. მომხმარებლის უფლებები
საქართველოს კანონმდებლობისა და GDPR-ის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან ანგარიშის გაუქმება აპლიკაციიდან ან ელფოსტაზე დაკავშირებით: support@simio.to;
- ნებისმიერ დროს უარი თქვათ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე.
ანგარიშის წაშლის ეფექტი: ანგარიშის წაშლისას უქმდება თქვენი პროფილი, დამახსოვრებული ბარათის ტოკენები და მიმოწერის ისტორია. კომპანია ინარჩუნებს მხოლოდ კანონმდებლობით მოთხოვნილ მინიმალურ ფინანსურ ჩანაწერებს.
8. უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. აპლიკაციასა და სერვერებს შორის მონაცემთა მიმოცვლა სრულად დაშიფრულია (SSL/TLS). დამახსოვრებული ბარათის ტოკენები ინახება დაშიფრული სახით.
9. არასრულწლოვნები
Simio-ს პლატფორმა და სერვისები არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთათვის. ანგარიშის შესაქმნელად და სერვისის მისაღებად მომხმარებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის. თუ აღმოვაჩენთ, რომ შეგროვებულია 18 წლამდე პირის მონაცემები, აღნიშნული მონაცემები დაუყოვნებლივ წაიშლება.
10. ცვლილებები პოლიტიკაში
კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება პლატფორმაზე განახლებული თარიღის მითითებით. არსებითი ცვლილებების შესახებ მომხმარებლებს ეცნობებათ ელფოსტის ან აპლიკაციის შეტყობინების მეშვეობით.